Страницы

суббота, 26 октября 2013 г.

ტრენინგის მე-7 დღე

       დღეს განვიხილეთ VI მოდული.
აღნიშნული მოდულში შედის:
1. მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინება;
2.დამხმარე მასალების მომზადება სსს მოსწავლის საჭიროებისათვის;
3. გეგმის დახვეწა სრულყოფა.
        განვიხილეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპები. ნიჭიერ ბავშვთან შესაბამისი მასალის მომზადება, სუსტთან - შესაბამისი.
  კერძოდ,   მაღალი ინტელექტუალური მომაცემების მოსწავლეს დაევალება ლიდერობა. ორგანიზაცის გაუწევს პროექტის საჭირო პროცედურებს.; დაწერს რეფერატს.
   სუსტ მოსწავლეს კი შევუდგენ მარტივ კითხვარების შაბლონს. დავავალებ ფოტოების გადაღებას და თემის შესაბამისად შერჩევას.

воскресенье, 20 октября 2013 г.

ტრენინგის მე-8 დღე



                დღეს გავერცანით და დავეუფლეთ ფასილიტაციის ნიმუშების შექმნას.
კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის
აქტივობა 1: ფასილიტაციის რესურსების შექმნა
აქტივობა 2: წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება
აქტივობა 3: რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად
წინასწარ დაგეგმვა
ბიბლიოგრაფია
მეშვიდე მოდულის შეჯამება
გადავხედეთ პორტფოლიოს. და შევქმენით პორტფოლიოს ჩეკლისტი.


g





суббота, 19 октября 2013 г.

ტრენინგის მე-9 დღე

    
  დღეს ინტელის ძირითადი კურსის ბოლო, შემაჯამებელი დღეა.
 განვიხილეთ ტრენინგის მე-8 მოდული. გადავხედეთ  პროექტის პორტფოლიოს. ავტვირთეთ ინტერნეტში ჩვენი რესურსები. წარმოვადგინეთ პროექტის პრეზენტაცია. დავახარისხეთ ჩვენი ბლოგები, ავტვირთეთ ჩვენი მასალები ელ-ფოსტის გისკზე და შევინახეთ. გავეცანით  ამ სისტემაში მუშაობის პრინციპებს.
     შევაჯამეთ არა მხოლოდ დღევანდელი დღე, არამედ მთლიანად შესწავლილი კურსის მნიშვნელობა. განვსაზღვრეთ, თუ რა შედეგებს მოიტანდა შესწავლილი კურსის სასკოლო პროცესში დანერგვა და განხორციელება.
     მე ვფიქრობ, ძალზე მ ნიშვნელოვანი და ამავე დროს ეფექტური იქნება სასკოლო პროცესში პროექტებით სწავლების დანერგვა, რადგან მოცემული აქტივობა მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს: კვლევა- ძიებისა და აღმოჩენის უნარს; საკითხების დიფერენცირების უნარს; ასევე, ჩემი საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის შემთხვევაში, მოსწავლეები გამოიმუშავებენ არგუმენტირებული მსჯელობის უნარს, დისკუსიის შედეგად, და აგრეთვე, წერითი სამუშაოების მეთოდებსა და სტრატეგიებს შეისწავლიან, რაც გამოიხატება არგუმენტირებული ესეს წერისას, რეფერატის, და ინტერვიუს სტრუქტურის შესწავლაში.