Страницы

суббота, 19 октября 2013 г.

ტრენინგის მე-9 დღე

    
  დღეს ინტელის ძირითადი კურსის ბოლო, შემაჯამებელი დღეა.
 განვიხილეთ ტრენინგის მე-8 მოდული. გადავხედეთ  პროექტის პორტფოლიოს. ავტვირთეთ ინტერნეტში ჩვენი რესურსები. წარმოვადგინეთ პროექტის პრეზენტაცია. დავახარისხეთ ჩვენი ბლოგები, ავტვირთეთ ჩვენი მასალები ელ-ფოსტის გისკზე და შევინახეთ. გავეცანით  ამ სისტემაში მუშაობის პრინციპებს.
     შევაჯამეთ არა მხოლოდ დღევანდელი დღე, არამედ მთლიანად შესწავლილი კურსის მნიშვნელობა. განვსაზღვრეთ, თუ რა შედეგებს მოიტანდა შესწავლილი კურსის სასკოლო პროცესში დანერგვა და განხორციელება.
     მე ვფიქრობ, ძალზე მ ნიშვნელოვანი და ამავე დროს ეფექტური იქნება სასკოლო პროცესში პროექტებით სწავლების დანერგვა, რადგან მოცემული აქტივობა მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს: კვლევა- ძიებისა და აღმოჩენის უნარს; საკითხების დიფერენცირების უნარს; ასევე, ჩემი საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის შემთხვევაში, მოსწავლეები გამოიმუშავებენ არგუმენტირებული მსჯელობის უნარს, დისკუსიის შედეგად, და აგრეთვე, წერითი სამუშაოების მეთოდებსა და სტრატეგიებს შეისწავლიან, რაც გამოიხატება არგუმენტირებული ესეს წერისას, რეფერატის, და ინტერვიუს სტრუქტურის შესწავლაში.






Комментариев нет:

Отправить комментарий